ფოთში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის უძლიერესი A ტურნირის ბოლოსწინა მე-8 ტურში ლიდერობა დაკარგა გიგა ყუფარაძემ (2445).
ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით რუს დავიდ პარავიანთან (2511) წააგო და 6.0 ქულით მე-2 ადგილზე დაქვეითდა, მისი გუშინდელი მეტოქე კი 6.5 ქულით პირველ პოზიციაზე დამკვიდრდა.
ყუფარაძის დარად, 6.0-6.0 ქულა აქვთ აქტივში უკრაინელ ალექსანდერ ზუბოვს (2614) და სომეხ ვაჰე ბაღდასარიანს (2472), რომელთაც დამატებითი მაჩვენებლებით, მესამე-მეოთხე ადგილები უკავიათ.
დასკვნითი მე-9 ტურის პარტიები 20 ივლისს შედგება. ზუბოვი პარავიანს ეთამაშება, ხოლო ბაღდასარიანი – ყუფარაძეს.