ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა შვედურ ბასტადში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი) ისე გამოეთიშა, კორტზე არც გასულა.
კალაშნიკოვა და ყაზახი იაროსლავა შვედოვა Ericsson Open-ზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი, ეს უკანასკნელი კი პარალელურად ერთეულთა შეჯიბრშიც თამაშობდა, სადაც ტრავმა მიიღო.
შვედოვა გერმანელ მონა ბარტელთან 6:4, 3:6, 0:3 მარცხდებოდა, როდესაც ზურგის ტკივილი იგრძნო და თამაში აღარ გაუგრძელებია.
აღნიშნულის გამო, ოქსანა და იაროსლავა წყვილებში კორტზე საერთოდ ვეღარ გავიდნენ და მერფვედფინალში ესპანელ არუაბარენას და ლუქსემბურგელ მინელას გამარჯვება უბრძოლველად ერგოთ.