ჩოგბურთი

23:59 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება წყვილებში, მარცხი – ერთეულებში

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იტალიურ რეკანატიში დაწყებულ ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ჩაება და თუკი ერთეულებში მარცხი განიცადა, წყვილებში გამარჯვება იზეიმა.

ერთეულებში მეტრეველი იტალიელ ალესანდრო ბეგას გაეჯიბრა და 5:7, 3:6 დამარცხდა.

წყვილებში მეტრეველმა და ბელარუსმა დმიტრი ჟირმონტმა ამერიკელებს – ბარნეტს და ვიტენს 6:1, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-4 განთესვის მქონე რუსულ დუეტს (იგოშინი-საბანინი) გაეჯიბრებიან.

0.119316