ფეხბურთი

23:00 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილი: "ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა"

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ კომენტარი ვახტანგ ჭანტურიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, "დინამოს" "ალაშკერტის" დამარცხება მეორე მატჩშიც შეეძლო, მაგრამ მთავარია, რომ გუნდი შემდეგ ეტაპზეა.

"შეგვეძლო რა თქმა უნდა, გამარჯვებით დაგვემთავრებინა ეს თამაში, მაგრამ იყო რაღაც მომენტები რის გამოც ვერ მოვიგეთ. 1:0 ვიგებდით, მოვეშვით... თუმცა, რაც მთავარია შემდეგ ეტაპზე გავედით", - ამბობს ჭანტურიშვილი.

გარდა ამისა, "დინამოს" შემტევმა მომავალი მეტოქის შესახებაც ისაუბრა:

ზაგრების "დინამოსთან" რაღა თქმა უნდა, უფრო მოტივირებულნი ვიქნებით და იმედია კარგად ვითამაშებთ.

ფეხბურთი ეხლა ისეთ ეტაპზეა პირველ და მეორე ნომრად თამაში ნაკლებ საყურადღებოა. ფეხბურთის თამაში უკვე ყველამ იცის, ბურთი მრგვალია და ვნახოთ რა მოხდება", - განაცხადა "დინამოს" შემტევმა.

სოფო ერქვანია სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის ერევნიდან

0.14424