ჩოგბურთი

19:10 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა როსოლი დაამარცხა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის ქალაქ კიცბიუელში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ჩაება და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

ბასილაშვილმა მე-5 ნომრად განთესილ ჩეხ ლუკას როსოლს 6:4, 7:6 (7:4) სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც ჰოლანდიელ იგორ სისლინგს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კენი დე შეპერი (საფრანგეთი) 7:5, 6:2 დაამარცხა.

0.114323