ფეხბურთი

19:29 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” სერბი ლეგიონერით გაძლიერდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარმა ბათუმის “დინამომ” ლაზარ მარიანოვიჩი დაიმატა. ამის შესახებ აჭარული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 26 წლის სერბი გუნდს, რომელიც ამჟამად თურქეთში შეკრებას გადის, უკვე შეუერთდა.

მარიანოვიჩი, რომელიც პოზიით თავდამსხმელია, მაგრამ შემტევ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, ბოლოს ბონიურ “ბორაცში” ირჯებოდა, რომლის რიგებშიც გასულ სეზონში 23 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

გარდა “ბორაცისა”, მას სხვადასხვა დროს უნგრულ “დიოშგიორივტკში”, სერბულ “რადნიშჩკში”, ბოსნიურ “ლეოტარსა” და “ჟრინსკში” უთამაშია.

0.118435