სხვა

19:57 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა

19 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან ერთად, ტრაბზონში გამართულ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებულ საქართველოს სპორტული დელეგაციის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

ქართველმა ბავშვებმა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აიღეს. ტურნირის ჩემპიონები კარატეში ანრი ბიწკინაშვილი, ხოლო ძიუდოში გოგონათა შორის სოფო სომხიშვილი გახდნენ.

პირველად საქართველოს ისტორიაში, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს IშF-ის 2016 წლის მსოფლიო სასკოლო გიმნაზიადაში, რომელიც 1972 წლიდან ტარდება. შეჯიბრზე საქართველო 12 სახეობაში წარდგა. 14 მონაწილედან კი მედალი 11-მა მოიპოვა.

კარატე

I ადგილი - ანრი ბიწკინაშვილი (საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მოსწავლე, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სასკოლო სპორტში მოიპოვა ოქროს მედალი)

II ადგილი - ოთარ ანთაძე

II ადგილი - ვიტალი კუჩერენკო

II ადგილი - თამუნა თურმანიძე

II ადგილი - ნიკიტა ბელიავსკი

III ადგილი - თენგიზ თედიაშვილი

III ადგილი - შოთა აბუაშვილი

ძიუდო

I ადგილი - სოფო სომხიშვილი (საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მოსწავლე გოგონა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სასკოლო სპორტში მოიპოვა ოქროს მედალი)

III ადგილი - ლევან ჭელიძე

თავისუფალი ჭიდაობა

II ადგილი - თორნიკე კვინიკაძე

ბერძნულ რომაული ჭიდაობა

II ადგილი - ბექა გურული

www.msy.gov.ge

0.21109