ფეხბურთი – საფეხბურთო ჩემპიონატები – გერმანია – ბუნდესლიგა – ინტერვიუ
არიენ რობენი, რომელსაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა, ახალი სეზონის მოსამზადებელ პირველივე ამხანაგურ მატჩში დაშავდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, ჰოლანდიელ ვარსკვლავს 6 კვირა გაუცდება.
ინტერნეტორტალმა Goal.com-მა კი, შემთხვევით ისარგებლა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საკმაოდ საინტერესო თემებზე ესაუბრა.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე – შვებულებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი და არცერთ შეხვედრაზე მიყურებია – რთულია, იმის ნახვა, სადაც შენ კვალიფიცირება ვერ შეძელი. ჰოლანდიის ნაკრებიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია. ამის გაკეთებას ჯერ არც ვაპირებ, მე ვამაყობ ეროვნული გუნდის მაისურის ტარებას.
ინგლისის პრემიერლიგა დამდეგ სეზონში, მოურინიო და გვარდიოლა – ორი დიდი მწვრთნელი, ორი დიდი პროფესიონალი. ძალიან საინტერესო ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს. ამ ორს შორის რომელი მირჩევნია? – არ ვიცი, რა გითხრათ. ორივესთან მიმუშავია, ორივემ ბევრი რამ მასწავლა და განსხვავებული რამ შემოიტანეს ჩემს კარიერაში.
დასუსტებული “დორტმუნდი” – მას ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. შარშან “ვერცხლის სინის” მოსაგებად ბოლომდე იბრძოდნენ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომდევნო სეზონშიც.
კონტრაქტი, რომელიც გაისად იწურება – ამაზე ახლა არ ვფიქრობ. მინდა მხოლოდ ვარჯიში და თამაში – ეს ერთადერთია რაც ახლა მართლა მაფიქრებს. აქ სიამოვნებით დავრჩები კიდევ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთი წლით იქნება, ორით თუ სამით... თუ “ბაიერნი” ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს, დავრჩები – რატომაც არა?!
“ბეშიქთაშის” ინტერესის შესახებ – არაფერი მსმენია – შესაძლოა, ჩემს აგენტს ესაუბრნენ, მამაჩემს. არ ვიცი. ერთადერთი რაზეც მართლა ვფიქრობ, “ბაიერნია”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მემგონი ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია, სპორტსმენს ამდენი ფიქრის დრო ქონდეს
))
codoa amistana fexburtels rom amdeni dro ucdebaa.arada yvelam.kargad vicit rom sheudzlia am kacs burtis kargad goraobaa
მეტი რა საქმე გაქვს არიენ ჩემო ? სულ ლაზარეთში ხარ. იკოტრიალე ჯიგარო дა იფიქრე... ბაიერნზე DDDDDDDDD