მადრიდის „რეალს“ ტურინის „იუვენტუსის“ ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენისთვის ბრძოლაში კონკურენციას „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაუწევს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისურმა კლუბმა სატრანსფერო შეთავაზება 125 მილიონ ევრომდე გაზარდა, ხოლო თავად პოგბას 5-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერის სანაცვლოდ, ხელფასის სახით ყოველწლიურად 12 მილიონ ევროს პირდება.
მოცემული მომენტისთვის 23 წლის ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა მანჩესტერშია, სადაც „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. კლუბებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, რაიოლის ჯილდო საერთო თანხის 20% იქნება.