“ოკლაჰომა სითი თანდერმა” 22 წლის ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი ალექს აბრინესი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას eurohoops.net-ი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აბრინესი 2012 წლიდან “ბარსელონას” ღირსებას იცავდა. 2016 წელს ფორვარდი ევროლიგის “ამომავალ ვარსკვლავად” დაასახელეს.
ევროლიგის განვლილ სეზონში აბრინესი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.3 ქულას, 2.2 მოხსნას და 0.8 პასს აგროვებდა.