ჭადრაკი

23:23 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძე ლიდერობს

საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე (2445) დაწინაურდა ფოთში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის მთავარ A ტურნირში. ქართველმა მოჭადრაკემ შვიდ ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულ ლიდერია.

გასულ ტურში ყუფარაძემ თეთრი ფიგურებით რუსი ბორის სავჩენკო (2633) დაამარცხა, რომელთანაც პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდა. ბოლოსწინ მე-8 ტურში გიგა შავებით კიდევ ერთ რუს დავიდ პარავიანს (2511) ეთამაშება. ეს უკანასკნელი 5.5 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის საერთაშორისო ფესტივალი ჯამში ათ ტურნირად (8 კლასიკურ ჭადრაკში, 2 – ელვისებურში) ტარდება, შეჯიბრის მთლიანი საპრიზო ფონდი კი 45 000 ლარს შეადგენს.

0.112788