თბილისის "დინამოს" მცველი უჩა ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ საპასუხო თამაშის წინ "ალაშკერტი" უშანსოდ არაა და "დინამოს" ხვალ მოდუნებსი უფლება არ აქვს. როგორც გამოცდილი მცველი აღნიშნავს, მეტოქემ ფეხბურთის თამაში იცის, თუმცა იქვე დასძინა, რომ "დინამო" პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობის განიავებას არ გეგმავს.
"ორბურთიანი უპირატესობით გვაქვს მოგებული, ეს კი დიდი უპირატესობაა. თუმცა, ამას ხვალინდელ მატჩთან არანაირი კავშირი არ აქვს იმიტომ, რომ 90 წუთია სათამაშო და როგორც ჩვენ გავიმარჯვეთ, ასევე მათაც აქვთ შანსი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას - ვნახოთ, დაველოდოთ ხვალინდელ თამაშს და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.
დღეს ვივარჯიშე, თუმცა რამდენად მომეცემა თამაშის შესაძლებლობა, ხვალ გაირკვევა. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია.
,,ალაშკერტი’’ მებრძოლი გუნდია, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათგან შეიძლება რამდენიმეს გამორჩევა. თამაშობენ ტექნიკურ ფეხბურთს, იბრძვიან. რაც მთავარია, ფეხბურთის თამაში იციან", - განაცხადა უჩა ლობჟანიძემ.
სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია ერევნიდან