ფეხბურთი

21:23 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაური: "ადვილი თამაში არ იქნება"

სომხური "ალაშკერტისა" და თბილისის "დინამოს" მატჩის წინ საქართველოს ჩემპიონის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ისაუბრა. მისი თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და "დინამოელთა" ერთადერთი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ჯაბას ეიმედება, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება...

"გუნდში სრული მზადყოფნაა, ბიჭები კარგ ფორმაში არიან. ვემზადებით ხვალინდელი მატჩისათვის. ერთადერთი ველევი გამოგვაკლდა რადგან ტრავმა მიიღო, მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა ფეხბურთელი გამოვიყვანოთ. ხვალ უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში ვართ. არავინ ფიქრობს, რომ ადვილი თამაში იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

მე ვფიქრობ, 50%-50%-ზეა შანსები უშუალოდ ხვალინდელ შეხვედრაში, შემდეგ ეტაპზე გასვლას არ ვგულისხმობ - ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ჯიღაურმა.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია ერევნიდან

0.11791