სამშაბათს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტის" წინააღმდეგ გამართავს. ერევანში გასამართი შეხვედრის წინ მედიის წარმომადგენელების კითხვებს თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა უპასუხა.
"მეორე თამაში წინ გვაქვს, პირველ თამაშში ვნახეთ, რომ "ალაშკერტი" საკმაოდ კარგი გუნდია. ისინი აუცილებლად შეეცდებიან პირველ 20-30 წუთში გოლის გატანას, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება შემდეგ ეტაპზე გასვვლას, უნდა ვეცადოთ, რომ ხარისხიანად ვითამაშოთ.
მეტოქე გუნდს ძალიან ვაფასებ, მაგრამ ჩვენი მიზანი არის შემდეგ ეტაპზე გასვლა, შესაბამისად ფრეც, რომ ვითამაშოთ ეს ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება.
ზუსტად ფლობთ ინფორმაციას, რომ 2 ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ძირითადში სხვა ფეხბურთელები იქნება.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო, მოგვიწია მისი შეცვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა. გელაშვილიც გამოჯანმრთელდა, თუმცა ითამაშებენ თუ არა, ამას ხვალ გავიგებთ", - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.
კითხვაზე, რომელი ფეხბურთელი გააძლიერებდა დინამოს ალაშკერტიდან, დინამოს მწვრთნელმა უპასუხოდ დატოვა, თუმცა მათდამი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.
"ჩვენ თამაშს ვიწყებთ, 0-0დან, თუმცა ჩვენთვის ფრეც საკმარისია შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
თბილისში 2-0 ვითამაშეთ, ხვალინდელი თამაშიც საკმაოდ რთული იქნება, თუმცა შანსებს 60-40ზე შევაფასებ დინამოს სასარგებლოდ", - დასძინა იარაბეკმა.
სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია ერევნიდან