უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც თბილისის “დინამო” ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გამართავს და “ალაშკერტს” დაუპირისპირდება, შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი მსაჯი 31 წლის მოჰამედ ალ-ჰაკიმი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას – დანიელ გუსტავსონი და პეტერ მაგნუსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კასპარ სიობერგი შეასრულებს. უეფას დელეგატი რუმინელი პაულ დანიელ ზაქარია იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი – იგორ იშენკო უკრაინიდან.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც მოჰამედ ალ-ჰაკიმმა იმსაჯა, 16 ივლისს, შვედეთის უმაღლეს ლიგაში გამართული “ნორჩოპინგი”-“ოსტერსუნდსია” (3:3). აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის მოჰამედ ალ-ჰაკიმის მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
მოჰამედ ალ-ჰაკიმი (31 წლის)
უეფა ევროპა ლიგა – 2 თამაში/4 ყვითელი/0 წითელი/0 პენალტი
უეფა ახალგაზრდული ჩემპ. ლიგა - 1 თამაში/7 ყვითელი/0 წითელი/0 პენალტი
უეფა U-17 ჩემპიონატი – 4 თამაში/14 ყვითელი/0 წითელი/0 პენალტი
უეფა U-21 ჩემპიონატი – 1 თამაში/2 ყვითელი/0 წითელი/0 პენალტი
www.fcdinamo.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროდ თითქოს გაუცხოვდა ძიუდო. ადრე ნებისმიერ ტურნირზე მიძღვნილ თითო სტატიაზე კომენტარების რაოდენობა 100 აჭარბებდა, ახლა კი? სამწუხაროა ძალიან და რა ფენომენია ჩვენში ასეთი ყველანაირად რომ ცდილობენ ხალხის სიყვარული სიძულვილად უქციონ.
ბევრი მიზეზი შეიზლება ამ ყველაფერს ქონდეს. მათ შორის ალბათ შიდა არეულობები. მაგრამ ალბათ მხოლოდ ესე არ არის მიზეზი...