კალათბურთი

19:21 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის საკალათბურთო ნაკრებმა რიოს ოლიმპიადისთვის საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

არგენტინის 12-კაციანი შემადგენლობა: ფაკუნდო კამპასო, მანუ ჯინობილი, ანდრეს ნოჩიონი, ლუის სკოლა, ნიკოლას ლაპროვიტოვა, გაბრიელ დეკი, კარლოს დელფინო, ნიკოლას ბრუსინო, ლეანდრო მაინოლდი, პატრიციო გარინო, მარკუს დელია, რობერტო აკუნია.

ოლიმპიური საკალათბურთო ტურნირი 6-21 აგვისტოს ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი-ოფში გავა და პირველობისთვის ბრძოლა ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება.

0.115049