თამაშგარე

12:13 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ფასდაკლება ბრაზილიაში

ბიზნესი ოხერი რამაა. სათანადო ცოდნას და გამოცდილებას მუდამ მოითხოვს და თან მუდმივად “ფორმაში” ყოფნაა საჭირო. შეიძლება ჩვენთან სხვანაირად ფიქრობდნენ, მაგრამ, ბრაზილიაში სამეძავო საქმე სწორედაც რომ ბიზნესად ითვლება და ამას თავისი დიდი ისტორიაც გააჩნია.

ბრაზილიაში რომ სექს-ტურიზმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემაა, ამას ისიც მოწმობს, რომ ბრაზილიის მეძავთა პროფკავშირმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განცხადებულია, რომ ბრაზილიელი მშრომელი მეძავები მათ ქვეყანაში ჩასატარებელი ზაფხულის ოლიმპიადის დროს, ოლიმპიადის სტუმრებს ძალიან დიდ ფასდაკლებას პირდებიან.

როგორც ცნობილია, დიდი სპორტული ღონისძიებების დროს, მეძავების მომსახურების ფასი ყველგან და ყველა ქვეყანაში იმატებს. აშკარაა, რომ ბრაზილიელი მეძავები საქმეს უფრო შემოქმედებითად და ცოდნით უდგებიან, რადგან გაიაფებული მომსახურება კლიენტთა მატებას ნიშნავს. ბევრი კლიენტი კი ყველა ბიზნესმენის ოცნებაა!

0.165421