ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების “დინამოს” ლიდერი მარკო პიაცა გამოემშვიდობა. 21 წლის შემტევმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე “დინამოს” სტატუსი მიუძღვნა. პიაცამ ხორვატული გუნდის რიგებში ბოლო მატჩი გუშინ, ხორვატიის ჩემპიონატის პირველ ტურში ზაგრების “ლოკომოტივის” წინააღმდეგ (3:1) ჩაატარა. ცვლილებისას კი, მას “მაქსიმირზე” შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამოუდგა.
“დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ოვაციებისთვის. მე მიყვარს “დინამო”, როგორც ბავშვის. ჩემს კარიერაში ეს ფაქტი გამორჩეულია. მაქსიმალური ოვაციები – უკეთესი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, ეს არასდროს დამავიწყდება”, - დაწერა ფეისბუქის გვერდზე პიაცამ.
პიაცა კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალური არაა, მაგრამ ამას არც არაფერი უკლია. ძაგრების “დინამო” კი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაძლოა, თბილისის “დინამოს” მეტოქე იყოს.