ფეხბურთი

11:20 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანტე "ლესტერს" დაემშვიდობა

საფრანგეთის ნაკრებისა და ახლა უკვე ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნგოლო კანტე ყოფილ კლუბ “ლესტერს” გამოემშვიდობა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა დაწერა, მას არასდროს დაავიწყდება ამ გუნდში გატარებული ერთი წელი.

“წელს პრემიერლიგა “ლესტერის” წყალობით მოვიგე. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელებს, თანაგუნდელებსა და კლაუდიო რანიერის ამ ფანტასტიური სეზონისთვის. “ლესტერის” გულშემატკივრები ყოველთვის ჩემს გულში დარჩებიან. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას”, - თქვა ფრანგმა საყრდენმა.

იქვე, კანტემ ახალი კლუბის, “ჩელსის” შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლონდონში ტიტულების მოგება სურს.

ვარჩიე, რომ “ჩელსიში” გადავსულიყავი – ეს უდიდესი გუნდია, რომელსაც ახლახან დიდებული მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს და რომელსაც ჩემნაირი ამბიციები გააჩნია. დარწმუნებული ვარ ეს ამბიციური თავგადასავალი იქნება. ახლა მინდა, რომ “ჩელსისთვის” მაქსიმუმი გავიღო და მდიდარი სეზონი ჩავატაროთ”, - დაწერა ინსტაგრამზე კანტემ.

შეგახსენებთ, “ჩელსიმ” კანტე ორი დღის წინ 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

0.139422