ფეხბურთი

22:03 | 17.07.2016 | ნანახია 4245 - ჯერ

დემბა ბას უმძიმესი ტრავმა (+VIDEO)

სენეგალის ნაკრების ფორვარდმა დემბა ბამ გუშინ ჩინეთის ჩემპიონატში უმძიმესი ტრავმა მიიღო. აფრიკელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხი შანხაის დერბიში, “შანხაისა” და “შენშუას” მატჩის 64-ე წუთზე მიიღო, როდესაც მეტოქე გუნდის კაპიტანს შეეჯახა.

მატჩი 7 წუთი არ განახლებულა, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე ნიგერიელი ობაფემი მარტინსი შევიდა – ცვლილებისას დემბა ცრემლებს ვერ იკავებდა.

ბას დიდი ალბათობით 7-დან 8 თვემდე მოუწევს უქმობა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, რისკი იყო, რომ საერთოდ კარიერა დაესრულებინა.

“წარმოუდგენელი ტრავმაა – შესაძლო იყო, რომ ბას კარიერა საერთოდ ვერ გაეგრძელებინა. მერჩივნა ეს შეხვედრა წაგვეგო, ვიდრე ასეთი რამ გადახტენოდა მას თავს. დემბა დიდებული ადამიანია ეს ნამდვილად არ დაუმსახურებია”, - აღნიშნა “შენშუას” მთავარმა მწვრთნელმა გრეგორიო მანზანომ.

უშუალოდ შანხაის დერბი კი დემბა ბას გუნდმა 2:1 მოიგო. არადა, 87-ე წუთამდე აგებდა და საბოლოოდ 3 ქულა ფრედი გუარინის ზუსტი დარტყმით მოიპოვა.

თეგებიდემბა ბა

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:46 | 18.07.2016
RMA FANS (3925)

აუ დაიღუპა კაცი ჩემი

09:56 | 18.07.2016
iloreli (2516)

ბა, მარტინსი, გუარინი.. ამათ კიდე ეყოლებათ ვინმე ხმაურიანი გვარიშვილობის

02:41 | 18.07.2016
samtrediel (8001)

საწყალი.

01:21 | 18.07.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

ვახ ჩემი ეს რა იყო,ცოდვაა მაგარი,ამან როგორ უნა ითამაშოს ამხელა საშინელების მერე კარგადაც რომ იყოს.

23:26 | 17.07.2016
ilia_juventus (2091)

რემსისაც იგივე არ დაემართა ?

23:25 | 17.07.2016
ilia_juventus (2091)

რა უნდოდა ამას ჩინეთში. რა ნიჭიერი ფორვარდი იყო. საშინელებაა. ეეეეეეეეეეეეე

23:01 | 17.07.2016
temo11 (1791)

ყველა სპორტსმენი მეცოდება ასეთი ტრავმის მერე რა,ძალიან რთულია, 1 წამი და შეიზლება კარიერა დაასრულო,მთენი ნაწვალები წყალში გეყრება,მაგრად ტეხავს

22:54 | 17.07.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

დედააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააჰ
შვილოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!

0.065462