თბილისის “დინამო” სრული შემადგენლობით უკვე ერევანშია. თბილისელები სასტუმრო Radisson BLU-ში დაბინავდნენ, ივახშმეს და დაისვენეს.
დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდი ხვალ საღამოს, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს და იქვე გაიმართება მატჩისწინა პრესკონფერენციაც.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს აღნიშნულ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში დინამოელები ადგილობრივ ალაშკერტს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19.00 საათზე დაიწყება.