დორტმუნდის სუპერტურნირის ტრიუმფალური გამარჯვებული მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2798) გახდა, რომელმაც 7 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს 1.5 ქულით გაუსწრო.
ვაშიე-ლაგრავიმ 4 პარტია მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა. მეორე-მეოთხე ადგილები ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ (2810), კუბელმა ლენიერ დომინგესმა (2713) და რუსმა ვლადიმირ კრამნიკმა (2812) გაინაწილეს.
ცნობისთვის, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში სუპერტურნირს კარუანა იგებდა, ხოლო კრამნიკს დორტმუნდში 10-ჯერ უმარჯვია და ეს, სარეკორდო მაჩვენებელია.