ჩინურ დანჟუში გამართული ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი რუსი იან ნეპომნიაშჩის (2725) გამარჯვებით დასრულდა.
რუსმა მოჭადრაკემ 9 ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ინდოელ ჰარიკრიშნას (2755) და ჩინელ იუე ვანგს (2730) ქულით გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ დანჟუს ტურნირს 10 მონაწილე ჰყავდა, რომელთაგან 7 ჩინელი იყო. ნეპომნიაშჩის და ჰარიკრიშნას გარდა, უცხოელი უკრაინელი ვასილი ივანჩუკი (2728) გახლდათ, რომელმაც 4.0 ქულით მხოლოდ მე-7 შედეგი აჩვენა.