ჭადრაკი

20:45 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა ქალთა შორის პირველი შედეგი დააფიქსირა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა წარმატებით იასპარეზა ესპანურ ბენასკეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე XXXVI OPEN INTERNACIONAL VILLA DE BENASQUE.

ნინომ 10-დან 7.5 ქულა დააგროვა და ქალთა ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ვაჟებში კი მეშვიდე-მეოცე ადგილები გაინაწილა. სხვათა შორის, ბაციაშილის დარი ბალანსი აღმოაჩნდა ესპანეთის სახელით მოასპარეზე საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავასაც.

სალომე მელიას აქტივში 7.0 ქულა და ქალთა შორის მე-3 ადგილია (ჯამში 30-ე). მერი არაბიძემ 6.5 ქულა (45-ე) აიღო, ხოლო ქეთი წაწალაშვილმა 6.0 ქულით (მე-80) დაასრულა ასპარეზობა.

სულ ტურნირში 31 ქვეყნის 413 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

0.119262