ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა არიენ რობენმა "ლიპშტადთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო. როგორც "რეკორდმაისტერთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი მომდევნო 6 კვირას კლუბის ლაზარეთში გაატარებს.
რობენმა ამხანაგურ შეხვედრაში 35 წუთი ითამაშა და შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. მანამდე კი გოლის გადატანა მოახერხა - მე-16 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.
არიენი მოედანზე 5 მარტის შემდეგ ტრავმის გამო აღარ გამოჩენილა. გასულ სეზონში ჰოლანდიელმა სულ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.