ფეხბურთი

19:53 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერს" კანტეს შემცვლელად ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი სურს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ზენიტის" ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელმა შესაძლოა კარიერა "ლესტერში" გააგრძელოს. როგორც იტალიური Gazzetta dello Sport-ი იუწყება, პრემიერლიგის ჩემპიონს ლონდონის "ჩელსიში" გადასული ნგოლო კანტეს შემცვლელად ვიტსელი სურს.

ევროპული მედიის ცნობით, მიმდინარე ზაფხულში ბელგიელი რუსულ კლუბს დატოვებს და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას. ვიტსელს ბევრ კლუბს უკავშირებენ და "ლესტერს" დიდი ძალისხმევა დასჭირდება აქსელის გადასაბირებლად.

"ზენიტი" გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს. შესაბამისად, შესაძლოა სწორედ ამ ფაქტის გამო ბელგიელი კლუბში არ დარჩეს. 27 წლის მოთამაშე ამჟამინდელ გუნდში 2012 წელს გადავიდა. გასულ სეზონში აქსელმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113286