ფეხბურთი

12:33 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ჰარტის შემცვლელი მოძებნა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს მეკარემ იერუნ ზუტმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. როგორც Daily Star-ი იუწყება, "ქალაქელების" ახალმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჰოლანდიელის ტრანსფერი მოითხოვა. ფეხბურთელის სანაცვლოდ მანჩესტერელები 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.

ჯო ჰარტი კი დიდი ალბათობით ან მეორე ნომერი მეკარე გახდება ან სხვა კლუბში გადავა. ინგლისელი "სიტის" პირველი მეკარე ბოლო 6 სეზონის განმავლობაშია. "სამი ლომის" რიგებში კი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და თავი არაფერით გამოუჩენია.

25 წლის ზუტი კი პსვ-ს მთავარ გუნდს 2009 წლის ივლისში შეუერთდა. ორი წლის შემდეგ ერთი სეზონით "ვალვაიკში" იყო განათხოვრებულიდა მას შემდეგ ჰოლანდიური გრანდის პირველი მეკარეა. გასულ სეზონში იერუნმა ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშა და შემდეგ "ნაინჯისფერების" რიგებშიც ჩაატარა შეხვედრები.

0.119035