თამაშგარე

10:30 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

იამილეს ორმაგი გრანდიოზულობა

მექსიკელი მოდელი და ერთ დროს რაფაელ მარკესის საყვარელი - იამილე (რიტა) დუარტე შეიძლება სილამაზითა და ტანკენარობით მსოფლიოს ტოპ-მოდელებს ჩამოუვარდება, მაგრამ, მას ისეთი დიდებული და გრანდიოზული ორი “გორაკი” გააჩნია, რომ მისი მკერდის სანახავად ხალხი ცხრა მთის იქიდან მიდის და უკან დიახაც, რომ კმაყოფილი ბრუნდება.

იამილე დუარტეს ძველ და მითიურ საბერძნეთში რომ ეცხოვრა, მის მკერდს ქებითა და სასიმღერო ოდდებით შეამკობდნენ და ფლეიტაზე თვით უკვდავი ორფეოსი ჩამოაგვირისტებდა სიმღერას, მაგრამ რეალურად დუარტეს მკერდს ოდენ ლათინოამერიკული ბულვარული მედია ადიდებს და იამილეს დიდრონი სიამაყენი ამას ჭეშმარიტად იმსახურებენ!

იამილე დღემდე გასათხოვარი ქალბატონია და როგორც თავად იძახის, ცოცხალი თავით არ აპირებს ქორწინების უღლის დადგმას. მას თავისუფლად ნავარდი ყველაფერს ურჩევნია და დაე ინავარდოს! მთავარია ეს ისე გააკეთოს, რომ თახთახა მკერდს არაფერი ავნოს, თორემ, ამას კი ნამდვილად ვერ გადავიტანთ!

0.205337