ფეხბურთი

22:35 | 16.07.2016 | ნანახია 6412 - ჯერ

"იუვენტუსი" ლიგამდე "დინამოს" ასუსტებს...

ზაგრების “დინამოსა” და ხორვატიის ნაკრების შემტევის მარკო პიაცას შესახებ მედიაში ყოველდღე ვრცელდება ხმები, რომ გუნდს გამოიცვლის. როგორც მისმა აგენტმა მარკო ნალეტელიჩმა განაცხადა, მომავალ კვირაში მისი კლიენტი დიდი ალბათობით ტურინის “იუვენტუსის” წევრი გახდება.

“ველოდები, რომ ყველაფერი მომავალ კვირაში დასრულდება. აქამდე კონტრაქტი რომ არ გაფორმებულა, მხარეებს შორის შეთანხმების ვერ მიღწევის ბრალია, თუმცა ვფიქრობ, “დინამო” “იუვენტუსის” შემოთავაზებას დასთანხმდება.

მარკომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მას სურს, რომ “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდეს. ვიმეორებ, კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებაა მისაღწევი და ვიმედოვნებ, მომდევნო კვირაში ტრანსფერი გაოფიციალურდება”, - განაცხადა ნიჭიერი ხორვატი შემტევის აგენტმა მარკო ნალეტელიჩმა.

შეგახსენებთ, პიაცა “დინამოს” ლიდერია, სადაც იგი 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხორვატიის ჩემპიონი კი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე იყოს, შესაბამისად პიაცას დარი ფეხბურთელის გაშვებით გუნდი ერთ-ორად უნდა დასუსტდეს. პიაცამ აწ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:49 | 18.07.2016
MILANSKI18 (171)

ასე მგონია,რომ ტYუილად ვიიმედებთ თავს

23:13 | 17.07.2016
temo11 (1791)

ამ კაცის წასვლა დიდად არ დააკლდება,აი ჩვენ რა გვეშველება,უამისოდაც რომ ბევად სუსტები ვართ.

17:05 | 17.07.2016
dinamo tbilisi (460)

მაგ ერთი კაცის შემცვლელი ეყოლებათ გუნდში,ჩვენ ჩვენი ვინერვიულოთ ერთი ნორმალური თავდამსხმელი რომ არ გვყავს

08:00 | 17.07.2016
Chat shit get banged (1127)

განაცხადშიც არ ყოლიათ წინა თამაშში. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო ამის წასვლა

00:41 | 17.07.2016
deqstera_best_7 (1964)

შორს ვარ იმ აზრისგან რომ ხორვატებს შემცვლელი არეყოლებათ და შემტევის პრობლემა ექნებათ, რადგან იგივე ენსრიკესი მანჩესტერიდან მახსოვს მშვენიერი ფორვარდია(უბრალოდ სრულფასოვნად შეცვლა მაინც გაუჭირდებათ), მაგრამ ახალი მწვრთნელი, შეტევის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა გინდა არგინდა იმოქმედებს გუნდზე და შედარებითად შანსებს ზრდის...

10:39 | 17.07.2016
dinamo tbilisi (460)

მართალი ხარ ბრატ,მაგრამ ჩვენთვის მაინც ძლიერი ბარიერია ზაგრები

23:22 | 16.07.2016
ilia_juventus (2091)

მაინც კარგია, სჰეიდზლება აირიოს საერტოდ გუნდი და დზნელად გადაეტსყოს . ეჰჰ
დიდი ხანია ზღაპრების აღარ მჯერა ..

23:18 | 16.07.2016
berodaviti (4285)

მანდ ყველა ესეთია, არ ღირს ამჩატება, სხვის დასუსტებას კი არა, საკუთარ გაძლიერებას უნდა დაეყრდნო...

23:11 | 16.07.2016
_svani_ (347)

შანსები იზრდება....

23:07 | 16.07.2016
BEERTRANCE (97819)

ისევდატროლვა DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:02 | 16.07.2016
guria79 (123)

ნეტა ჩვენ დინამოსაც დაასუსტებდეს ესე იუვე

22:51 | 16.07.2016
samtrecki (624)

მშვენიერია ))

0.12163