ესპანურმა "ხიმნასტიკმა" რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში და რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად არიან გიორგი აბურჯანია და ახალწვეული ოთარ კაკაბაძეც.
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მარჯვენა მცველმა კაკაბაძემ დიარიო ტარაგონა-სთან კომენტარი გააკეთა: "აბურჯანიას მეგობარი ვარ. მომწონს ტარაგონა და კატალონიურსაც ვსწავლობ (ტარაგონა კატალონიაშია - ავტ.). საერთოდ, ესპანეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა".
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი 20 აგვისტოს დაიწყება და "ხიმნასტიკი" პირველ ტურში "ლუგოს" უმასპინძლებს.