ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, შესაძლოა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა დაიკავოს. ამის შესახებ Daily Mail-ი ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტის ფრანსუა დე კერსმეკერის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.
“ვან გაალი შეიძლება ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. ჩვენ მის კანდიდატურას აუცილებლად განვიხილავთ, თუკი თავადაც დაინტერესდება ამ სამსახურით” - ამბობს ბელგიური ფეხბურთის მმართველი.
ბელგიის ეროვნული ნაკრები ამჟამად უმწვრთნელოდაა - საფეხბურთო ასოციაციამ ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გუნდის გამოთიშვა უარყოფით შედეგად შეაფასა და მარკ ვილმოტსი დაითხოვა. “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია ლუის ვან გაალიც.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია