ფეხბურთი

10:41 | 16.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: ინგლისი ნახევარფინალშია

გერმანიაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური მიილია – გუშინ B ჯგუფის შეხვედრები გაიმართა; ინგლისმა ჰოლანდიას მოუგო 2:1 და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა, ხოლო საფრანგეთმა ხორვატიის ნაკრებს აჯობა დამაჯერებლად.

პირველ ტურში ინგლისელმა ახალგაზრდებმა ფრანგ თანატოლებს აჯობეს და ამჯერად მათი ბედი ჰოლანდიელ ფეხბურთელებსაც გააზიარებინეს. ალბიონელთაგან კვლავ გაიტანა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელმა არნემის “ვიტესიდან”, დომინიკ სოლანკემ. მან ანგარიში 36-ე წუთზე გაათანაბრა, როცა სამ ლამერსის გოლი გაქვითა. პატარა ინგლისელებმა გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიპოვეს ისაია ბრაუნის გოლით და ნახევარფინალში თამაშის უფლებაც ირგუნეს.

ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა ხორვატიას მოუგო – 2:0. “მამლების” მხრიდან თავი ჟან-კევინ აუგუსტინმა და კილაიან მბაპე ლოტინმა გაიტანეს. აღნიშნულ ქვეჯგუფს დასკვნითი ტურის წინ ინგლისი 6 ქულით ლიდერობს, ჰოლანდიასა და საფრანგეთს 3-3, ხოლო ხორვატიას 0 ქულა აქვს. ბოლო ტურში 18 ივნისს, ინგლისი ხორვატიას ეთამაშება, საფრანგეთი და ჰოლანდია კი, მეორე ადგილის ბედს ერთმანეთში გაარკვევენ.

B ჯგუფი – II ტური

ჰოლანდია – ინგლისი 1:2

გოლები: 1:0 ლამერსი (10), 1:1 სოლანკე (36), 1:2 ბრაუნი (90)

ხორვატია – საფრანგეთი 0:2

გოლები: 0:1 აუგუსტინი (37), 0:2 მბაპე ლოტინი (67)

0.114638