ლონდონის "არსენალის" საკუთრებაში მყოფი შემტევი ნახევარმცველი ჯონ ტორალი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "გრანადაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ტორალი "არსენალის" მთავარ გუნდში 2014 წლის ზაფხულში დააწინაურეს და "ბრენტფორდში" გაანათხოვრეს, შემდეგ სეზონში - "ბირმინგემში", ახლა კი - ესპანურ გუნდში. გასულ სეზონში ტორალმა ჩემპიონშიფში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.