ფეხბურთი

19:09 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

ბელგიის საფეხბურთო ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარკ ვილმოტსი დაითხოვა. ამის შესახებ განცხადება ასოციაციის ტექნიკურმა დირექტორმა კრის ვან პუიველდემ გააკეთა.

“ვალდებულნი ვართ მომავალზე და არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე ვიფიქროთ. დღეს ბელგიას ჰყავს ოქროს თაობა და ამ გუნდმა დიდ ტურნირებზე წარმატებას უნდა მიაღწიოს. ჩვენი გადაწყვეტილებაც ამას ემსახურება” - ამბობს ვან პუიველდე.

ბელგიის ეროვნული ნაკრები ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში უელსთან 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მარკ ვილმოტსი ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან ჯერ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2012 წლიდან კი გუნდის მთავარ მწვრთნელად, ვინ დაიკავებს ნაკრებში მის ადგილს ჯერჯერობით უცნობია.

0.116713