უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ანდრეი შევჩენკო დაინიშნა. როგორც უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 39 წლის სპეციალისტის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდება.
შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ მაურო ტასოტი და ანდრეა მალდერა, რომლებიც იტალიურ “მილანში” საქმიანობდნენ, ასევე, კიევის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (2014-2016 წლებში) ესპანელი რაულ რიანჩო.
ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების სათავეში მიხაილ ფომენკო შეცვალა. 67 წლის სპეციალისტმა გუნდი ევრო 2016-ზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ დატოვა.