ჭადრაკი

23:14 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შანავამ თურქულ ტურნირში იმარჯვა

წალენჯიხელი დიდოსტატის კონსტანტინე შანავას (2526) გამარჯვებით დასრულდა თურქეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ბაშკენტის უნივერსიტეტის ღია პირველობის ეგიდით შედგა.

სულ შეჯიბრში 8 ქვეყნის წარმომადგენელი 143 მოჭადრაკე მონაწილეობდა. შანავამ 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და 0.5 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე გასულ გიორგი ბაღათუროვს (2407). საქართველოს სახელით მოთამაშე კიდევ 1 მოჭადრაკე არმენ გრიგორიევი (2214) 6.5 ქულით მე-9 პოზიციაზე გავიდა.

0.145123