უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო” თბილისის მეტოქე, რაღა თქმა უნდა, თუ ქართული გუნდი “ალაშკერტის” ბარიერს დაძლევს, ზაგრების “დინამო” ანაც მაკედონიური “ვარდარი” იქნება. გარდა ამისა, ნიონში სხვა გუნდებიც დაწყვილდნენ, შემდეგნაირად:
როსენბორგი (ნორვეგია)/ნორჩეპინგი – ნიუ სენტსი (უელსი)/აპოელი (კვიპროსი)
ვარდარი (მაკედონია)/დინამო (ხორვატია) – დინამო (საქართველო)/ალაშკერტი (სომხეთი)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) – ჰაპოელი (ისრაელი)/შერიფი (მოლდოვა)
ჟალგირისი (ლიტვა)/ასტანა (ყაზახეთი) – ლინკოლნი (გიბრალტარი)/სელტიკი (შოტლანდია)
ოლიმპია (სლოვენია)/ტრენჩინი (სლოვაკეთი) – ჟრინსკი (ბოსნია)/ლეგია (პოლონეთი)
პლზენი (ჩეხეთი) - ყარაბახი (აზერბაიჯანი)/დუდელანჟი (ლუქსემბურგი)
ასტრა (რუმინეთი) – კრუსაიდერსი (ჩრდილოეთ ირლანდია)/კოპენჰაგენი (დანია)
ბატე (ბელორუსი)/შეინიაკი (ფინეთი) – დანდლაკი (ირლანდია)/ჰაფნაფიორდური (ისლანდია)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)/მლადოსტი (მონტენეგრო) – ვალეტა (მალტა)/ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
პარტიზანი (ალბანეთი)/ფერენცვაროში (უნგრეთი) – ზალცბურგი (ავსტრია)/ლიეპაია (ლატვია)
აიაქსი (ჰოლანდია) – პაოკი (საბერძნეთი)
სპარტა (ჩეხეთი) – სტიაუა (რუმინეთი)
შახტარი (უკრაინა) – იანგ ბოიზი (შვეიცარია)
როსტოვი (რუსეთი) – ანდერლეხტი (ბელგია)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – მონაკო (საფრანგეთი)
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 26/27 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები 2/3 აგვისტოს.