კალათბურთი

16:44 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კონლის სარეკორდო 153-მილიონიანი კონტრაქტი

ამერიკელი გამთამაშებელი მაიკ კონლი ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა. 28 წლის მოთამაშემ “მემფისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 153 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, რაც ნაციონალური საკალაბურთო ასოციაციის რეკორდია. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აქამდე ნბა-ს რეკორდად “ნიუ ორლეანთან” ენდონი დევისის 5-წლიანი კონტრაქტი ითვლებოდა, რომლის მიხევითაც ცენტრი 145 მილიონს მიიღებს.

მაიკ კონლი 2007 წლიდან “მემფისის” ღირსებას იცავს. კარიერის განმავლობაში ის საშუალოდ ერთ მატჩში 13.6 ქულას და 5.6 პასს აკეთებს.

0.122604