ჭადრაკი

16:18 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის სუპერტურნირს ვაშიე-ლაგრავი ლიდერობს

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე საჭადრაკო სუპერტურნირზე 4 ტური მიილია. 3.0 ქულით პირველ ადგილზე ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2798) იმყოფება, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ კუბელ ლენიერ დომინგესს (2713) 0.5 ქულით უსწრებს.

რუს ვლადიმირ კრამნიკს (2812), რუმინელ ლივიუ-დიტერ ნისიპეანუს (2674), ამერიკელ ფაბიო კარუანას (2810) და უკრაინელ რუსლან პონომარიოვს (2706) აქტივში 2.0-2.0 ქულა აქვთ.

რუსი ევგენი ნაიერი (2687) 1.5 ქულით მე-7 ადგილზეა, ბოლო პოზიცია კი გერმანელ რაინერ ბუჰმანს (2653) უკავია, რომელმაც ოთხ ტურში მხოლოდ 1.0 ქულა მოაგროვა.

მე-5 ტურის პარტიები 15 ივლისს შედგება: ნაიერი ვაშიე ლაგრავს ეთამაშება, დომინგეს პერესი – ნისიპეანუს, კრამნიკი – კარუანას, ხოლო ბუჰმანი – პონომარიოვს.

0.11519