ჩინეთის ქალაქ დანჟოუში გრძელდება წრიული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 10 მოჭადრაკეა ჩართული. 6 ტურის თავზე შეჯიბრს რუსი იან ნეპომნიაშჩი (2725) ლიდერობს, რომლის აქტივშიც 4.5 ქულაა.
ლიდერს 1.0 ქულით 3 მონაწილე ჩამორჩება და სამივე ჩინელია: იანგიი იუ (2734), ქსიანგჟი ბუ (2723) და იუე ვანგი (2730).
ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, მორიგი მე-7 ტურის პარტიები კი 15 ივლისს შედგება. ცენტრალური უკრაინელი ვასილი ივანჩუკის (2728) და ნეპომნიაშჩის პარტია იქნება.