ფეხბურთი

12:24 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბოლონიამ” უნგრეთის ნაკრების წევრი დაიმატა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ბოლონიამ” უნგრეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი ადამ ნადი გაიფორმა. ამის შესახებ ემილიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს.

ნადი “ბოლონიაში” მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელმა ევროპის აწ დასრულებულ ჩემპიონატზე ოთხი თამაში ჩაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. აქამდე იგი მშობლიურ “ფერენცვაროშში” ასპარეზობდა.

ადამ ნადი “ბოლონიას” მოერე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ჩეხეთის ნაკრების წევრ ლადისლავ კრეიჩის ყიდვის შემდეგ.

0.113863