ფეხბურთი

0:14 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართება

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. შესაბამისად, თბილისის დროით 14.00 საათიდან ცნობილი გახდება “დინამო”-“ალაშკერტის” წყვილში გამარჯვებული გუნდის მომავალი მეტოქე.

უკვე ცნობილია თუ წილისყრისთვის რომელი გუნდები მოხვდებიან განთესილებში და რომლები – განუთესავებში. ჩვენთვის საინტერესო წყვილიდან უმჯობესი კლუბი განუთესავთა შორის ხვდება. აქვე გთავაზობთ სავარაუდო მეტოქეთა სიას:

“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი)

“პლზენი” (ჩეხეთი)

“ზალცბურგი” (ავსტრია) – “ლიეპაია” (ლატვია) პირველი მატჩი 1:0

“სელტიკი” (შოტლანდია) – “ლინკოლნი” (გიბრალტარი) 0:1

“აპოელი” (კვიპროსი) – “ნიუ საინთსი” (უელსი) 0:0

“ბატე” (ბელარუსი) – “სეინაიოკი” (ფინეთი) 2:0

“ლეგია” (პოლონეთი) – “ზრინსკი” (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 1:1

“დინამო” ზაგრები (ხორვატია) – “ვარდარი” (მაკედონია) 2:1

“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) – “მლადოსტი” (მონტენეგრო) 2:0

“კოპენჰაგენი” (დანია) – “კრუზეიდერსი” (ჩრდ.ირლანდია) 3:0

0.122862