ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ყაზახი იაროსლავა შვედობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი) პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი, თუმცა, ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.
კალაშნიკოვამ და შვედოვამ პირველ წრეში შვეიცარიელ კორი პერინს და ბრაზილიელ ლაურა პიგოსის 6:4, 6:4 სძლიეს, მეორეში კი ჩეხებთან – ლენკა კუნჩიკოვასთან და კაროლინა შტუხლასთან 1:6, 5:7, 4:10 წააგეს. ოქსანამ და იაროსლავამ ბუქარესტში მხოლოდ 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.