ლონდონის "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯონ ტერი მომდევნო სეზონში გუნდს უკაპიტნებს.
"ტერი გუნდის კაპიტანია და დიდებული ფეხბურთელი. მასთან საუბარი მინდა, რადგან “ჩელსის” სულისკვეთების და თამაშის შესახებ ყველაფერი იცის. ტერი კაპიტანი იქნება ყოველთვის, მოედანზე და მოედნის მიღმა," - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ინგლისელი ფეხბურთელი გასული სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ აზრი შეიცვალა და "ჩელსისთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.