"ბეშიქთაშის" ნახევარმცველი ხოსე სოსა კარიერას "მილანში" გააგრძელებს. როგორც Turkish Football-ი იუწყება, 31 წლის არგენტინელი "როსონერის" ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
იტალიური მედიის ცნობით კი, სამხრეთამერიკელი იტალიელებს 8 მილიონი ევრო დაუჯდებათ. სოსა თურქულ გუნდში ბოლო ორი წელიწადი თამაშობს. "მეტალისტმა" ფეხბურთელი 2014 წელს გაანათხოვრა, შემდეგ კი 2 მილიონ ევროდ გაყიდა. მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მოთამაშემ გასულ სეზონში 41 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.