ფეხბურთი

19:40 | 14.07.2016 | ნანახია NaN - ჯერ

შკრტელი "ფენერბაჰჩეში" გადავიდა

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლივერპულის" ყოფილი მცველი მარტინ შკრტელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

შკრტელი "მერისისაიდელი" 2008 წელს გახდა. მას შემდეგ სლოვაკმა მცველმა "ლივერპულის" მაისურით 319 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. მარტინმა გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო - 2012 წელს ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:52 | 08.12.2014
Linkin Park (302)

უპატრონო ძაღლივით გააგდეს ამხელა ლეგენდა კაცი კლუბისთვის (შააფზე მაქ საუბარი) კი იხდიან ახლა ცოდვებისთვის.

0.067525