ფეხბურთი

16:28 | 14.07.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ვაწაძე "ორჰუსის" ფეხბურთელი აღარ არის

მათე ვაწაძისა და დანიური "ორჰუსის" გზები გაიყარა. ამის შესახებ გუნდის მწვრთნელმა გლენ რიდერსჰოლმმა განაცხადა.

ვაწაძე 2012 წელს გორის "დილადან" გადავიდა "ორჰუსში" და ერთ-ერთ სეზონში (2014/2015) გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 20 გოლით. გასული სეზონიც კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე წრეში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მეტიც, თითქმის საერთოდ აღარ ათამაშებდნენ.

"გუნდში ვაწაძის მომავალს ვერ ვხედავთ და თავად ვაწაძეც არ უკავშირებს თავის მომავალს "ორჰუსს" - განაცხადა რიდერსჰოლმმა.

0.128658