კალათბურთი

12:15 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კოლემ რიოს ოლიმპიადისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საფრანგეთის 12-კაციანი შემადგენლობა: ნიკოლას ბატუმი (“შარლოტ ჰორნეტსი”), ნანდო დე კოლო (ცსკა), ბორის დიაო (“იუტა”), ანდუან დო (“ვალენსია”), მიკაელ ჟელაბალი (“ლე მანი”), რუდი გობერტი (“იუტია”), ტომას უერტელი (“ანადოლუ ეფესი”), შარლ კაუდი (“ვილარბანი”), ჟოფრეი ლოვერი (“დენვერი”), ტონი პარკერი (“სან ანტონიო”), ფლორიენ პიეტრუსი (“ნანსი”), კიმ ტილი (“ლაბორალ კუჩა”)

საფრანგეთი ა ჯგუფში აშშ-ს, ვენესუელას, სერბეთის, ჩინეთის და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ოლიმპიური საკალათბურთო ტურნირი 6-21 აგვისტოს ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ოთ-ოთხი საუკეთესო პლეი-ოფში გავა და პირველობისთვის ბრძოლა ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება.

0.117921