სხვა

23:21 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბატუტზე მხტომელთა წარმატება პორტუგალიაში

8-9 ივლისს პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ბატუტზე მხტომელთა მსოფლიო თასი და ასევე ტანვარჯიშის ფესტივალი ჩატარდა, სადაც წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა.

მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ოლიმპიური გუნდის წევრმა ლიუბა გოლოვინამ, ფესტივალზე კი ანა ოდიშვილმა ვერცხლის მედალი აიღო.

ლიუბა გოლოვინამ წინასწარ გამოსვლაში 99.600 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა, ფინალში კი 2 პოზიციით წინ წაიწია და 53.820 ქულით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ტურნირის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ბელარუსი სპორტსმენები გახდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან, კოიმბრაში სინქრონულ ხტომებში გამოვიდნენ თამარ კაკაშვილი და ნანა გოგაშვილი, რომლებმაც წინასწარ ხტომებში მე-5 ადგილი დაიკავეს, საბოლოოდ კი მსოფლიო თასი მე-6 ადგილზე დაასრულეს. ვაჟებს შორის ფინალში მოსახვედრად მცირედი დააკლდა თენგიზ კოშკაძეს. მსოფლიოს თასზე გოგონათა და ვაჟთა შორის 24 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

ტანვარჯიშის ფესტივალზე საქართველოს სახელით ანა ოდიშვილმა და თეონა ჯანჯაღავამ მოსინჯეს ძალები. მსოფლიოს ჩემპიონმა ახალგაზრდებს შორის, ანა ოდიშვილმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, თეონა ჯანჯღავა კი მე-6 ადგილზე გავიდა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

0.118612