საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და “გოლდენ სტეიტის” ახალწვეულმა ზაზა ფაჩულიამ ფეისბუქის გვერდზე “უორიორსის” გასახდელში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი მაისური კევინ დიურანტის და სტეფ კარის მაისურებს შორისაა გამოფენილი.
შეგახსენებთ, რომ დიურანტი ფაჩულიას დარად, ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ კლუბში მცირე ხნის წინ ჩაირიცხა, კარი კი რამდენიმე სეზონია, “ოქროს შტატელთა” უმთავრესი ვარსკვლავია. მოკლედ, ფაჩულია ისეთი ხალხის გარემოცვაში მოხვდა, ნამდვილად შეუძლია იამაყოს.
ზაზა ახალ გუნდს ორიოდ დღის წინ შეუერთდა და ოფიციალური პრეზენტაციის გარდა, მონაწილეობა მთელ რიგ ღონისძიებებში მიიღო. ამდენად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი კალათბურთელი უკვე “უორიორსის” სრულუფლებიანი წევრია.